WInvest გზამკვლევი

1. WInvest-ის შესახებ

1.1 WInvest ეხმარება საქმიან ადამიანებს იპოვონ საუკეთესო თავსებადი პარტნიორი და გააფორმონ გარიგება ეფექტურად, კონფიდენციალურად და სამართლიანად.

1.2 სამიზნე აუდიტორია ამ ეტაპზე არის 6:

1.2.1 ანტრეპრენერები - ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომელთაც აქვთ ნებისმიერ ეტაპზე მყოფი (იდეის დონე, დამწყები ბიზნესი, მზარდი ბიზნესი, სტაბილურად მოქმედი ბიზნესი) საინვესტიციო შესაძლებლობა, და განხორციელების მიზნით ესაჭიროებათ პარტნიორი და/ან ინვესტორი.

1.2.2 ინვესტორები - ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც ეძებენ საინვესტიციო შესაძლებლობებს სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ანტრეპრენერებისგან.

1.2.3 ბიზნესის ან წილის გამყიდველები - ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც ყიდიან ბიზნესს ან წილს.

1.2.4 ბიზნესის ან წილის მყიდველები - ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც გეგმავენ გაყიდონ ბიზნესი ან წილი.

1.2.5 მიწის მესაკუთრეები - ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებსაც აქვთ მიწა / უძრავი ქონება და სურთ ან გაყიდონ იგი; ან მოიწვიონ მშენებელი კომპანია, რომელსაც მოელაპარაკებიან აშენებულ შენობაში ფართის (ან სხვა პირობით) სანაცვლოდ.

1.2.6 დეველოპერი/მშენებელი კომპანიები - რომლებიც სამშენებლო მიზნებით ეძებენ მიწას / უძრავ ქონებას.

1.3 WInvest არ გასცემს რჩევებს ინვესტირებასთან დაკავშირებით. WInvest აკავშირებს მხარეებს თავიანთი ინტერესების და მოლოდინების შესაბამისად, მაგრამ არ აფასებს, არ ამოწმებს და არ ურჩევს არავის კონკრეტულ ინვესტიციებს ან გარიგებებს. შესაბამისად WInvest არ იღებს პასუხისმგებლობას პლატფორმის მომხმარებლის მირ მიღებულ არცერთ ფინანსურ გადაწყვეტილებაზე.

2. როგორ ხდება თავსებადი პარტნიორების გამოვლენა

2.1 მხარეებს თავიანთი ინტერესების და მოლოდინების შესაბამისად აკავშირებს WInvest AI. ამ ინტერესებს და მოლოდინებს თითოეული რეგისტრირებული მომხმარებელი აფიქსირებს განაცხადის ფორმაში.

2.2 WInvest AI აანალიზებს თითოეული მომხმარებლის წარდგენილ ინფორმაციას და პლატფორმის სხვა მომხმარებლებს შორის ეძებს მასთან ყველაზე თავსებადს. დაშვება ისაა, რომ რაც მეტად თავსებადია ორი განმცხადებელი, ანუ, რაც მეტად ემთხვევა მხარეების ინტერესები და მოლოდინები, მით მეტია წარმატებული გარიგების დადების ალბათობა.

2.3 თავსებადობა ამ კონტექსტში ნიშნავს არა მხოლოდ თემის თავსებადობას (დავუშვათ ერთს უნდა კოტეჯის აშენება გურიაში, მეორეს კი უნდა კოტეჯის ტურისტულ ბიზნესში ინვესტირება), არამედ თავსებადობას მოლოდინებშიც (არსებული კაპიტალი, დამატებით საჭირო კაპიტალი, გაცემული წილი, კონკრეტული წილის %-ის მოლოდინი და ა.შ.). WInvest AI მხოლოდ იმ მონაცემებს ეყრდნობა, რაც თითოეული მომხმარებლის მიერ არის წარდგენილი პლატფორმაზე.

2.4 ბუნებრივია, რახან WInvest ოპერირებს მომხმარებლების მიერ წარდგენილი მონაცემებით, ამ მონაცემების სიზუსტეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ მომხმარებელი არასწორად და/ან გაუაზრებლად შეავსებს განაცხადის ფორმას, მისთვის შედეგი არ დადგება. მეტიც, WInvest AI ამოიცნობს ასეთ განაცხადებს და თავიდანვე დაბალ რეიტინგს მიანიჭებს მას, შედეგად ასეთი მომხმარებლებისთვის მხოლოდ "დაბალხარისხიანი" კონტაქტები დაგენერირდება.

3. პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალურობა

3.1 რეგისტრირებული მომხმარებელი ღიად არსად ჩანს და არავის აქვს წვდომა მის მონაცემებზე. დადასტურებული დაშვება ისაა, რომ არავის სიამოვნებს თავისი საქმიანი ჩანაფიქრების საჯაროდ აფიშირება (მაგალითად სადმე ღია ვებსაიტზე დადება ისე, რომ ყველას მისი ნახვა და ავტორის იდენტიფიცირება შეეძლოს). winvest.network 100% დახურული სისტემაა. მომხმარებელი ხედავს სხვა მომხმარებლის შეთავაზებას მხოლოდ მაშინ, როცა მას მიეწოდება ინფორმაცია თავსებადი პარტნიორების შესახებ WInvest-ის მიერ.

3.2 მონაცემების გაზიარება ხდება მხოლოდ თავსებადობის დადასტურების შემთხვევაში და მხოლოდ სხვა რეგისტრირებულ მომხმარებლებთან.

3.3 მომხმარებლის ინფორმაცია მუშავდება „პერსონალური მონაცემების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.4 ყველა მონაცემი ინახება დაცულად და გაზიარება ხდება მხოლოდ მონაცემთა თავსებადობის გარკვეული ხარისხის შემთხვევაში.

3.5 მომხმარებლის მონაცემები წაიშლება მომხმარებლის მხრიდან წაშლის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღეში.

4. მომხმარებლის პასუხისმგებლობა

4.1 მომხმარებელი სრულად პასუხისმგებელია WInvest-ში წარდგენილ საკუთარ მონაცემებზე.

4.2 მომხმარებლის ინტერესების შესაბამისი პარტნიორების გამოვლენა 100%-ით დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გასაგებად, შინაარსიანად, ზუსტად და გააზრებულად ავსებს იგი განაცხადის ფორმას.

4.3 არასრულფასოვნად შევსებული განაცხადები შეიძლება ავტომატურად გამოირიცხოს ან მიენიჭოს იმდენად დაბალი ქულები, რომ ან საერთოდ არ გამოჩნდეს არცერთ პოტენციურ პარტნიორთან, ან გამოჩნდეს მის მსგავს არასრულფასოვნად შევსებული განაცხადების მფლობელ მომხმარებლებთან. წარმატებული შეთანხმების შანსი აქ პრაქტიკულად აღარ არსებობს.

5. უსაფრთხოება და დამცავი მექანიზმები

5.1 WInvest AI ადვილად ამოიცნობს მავნე ქცევას, ყალბ პროფილსა და სპამს. ნებისმიერი საეჭვო ქმედება, პროფილის გამოგონება ან მომხმარებელთა მოტყუების მცდელობა, გამოიწვევს რეგისტრაციის შეჩერებას ან გაუქმებას შეტყობინების გარეშე.

5.2 WInvest იტოვებს უფლებას, წაშალოს ნებისმიერი შინაარსი, რომელიც არღვევს პლატფორმის წესებს ან ეჭვი შეაქვს განცხადებლის კეთილსინდისიერებაში.

5.3 საეჭვო აქტივობა/კონტაქტი შეგიძლიათ თქვენც შეგვატყობინოთ ელ. ფოსტით: support@winvest.global

6. გამოყენების პირობები

6.1 მომხმარებელი თანახმაა არ გამოიყენოს პლატფორმა თაღლითური, შეურაცხმყოფელი ან არაეთიკური მიზნებისთვის.

6.2 აკრძალულია სპამი, ვირუსული მასალის ატვირთვა, ანგარიშების გაყალბება ან პლატფორმის გამოყენება მესამე პირების სახელით.

7. პასუხისმგებლობის უარყოფა (Disclaimer)

7.1 WInvest არ გასცემს ფინანსურ რჩევას. WInvest მხოლოდ აკავშირებს საქმიან ადამიანებს.

7.2 WInvest არ აფასებს არც ერთ მომხმარებელს, პროექტს ან შეთავაზებას, მათ შინაარსობრივ მხარეს.

7.3 WInvest AI შედეგები ემყარება მხოლოდ თავსებადობის ალგორითმს.

7.4 მომხმარებელი სრულიად დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას პარტნიორთან კომუნიკაციაზე და გარიგების დეტალებზე.

7.5 WInvest არ იღებს პასუხისმგებლობას გარიგებების შედეგებზე ან შესაძლო ფინანსურ ზარალზე.

8. ინტელექტუალური საკუთრება

8.1 WInvest დიზაინი, ლოგო, კოდი და AI ალგორითმი წარმოადგენს WInvest-ის დაცულ საკუთრებას.

8.2 აკრძალულია მათი კოპირება, გაყიდვა ან გამოყენება ნებისმიერი ფორმით.

9. Cookies და ანალიტიკა

9.1 WInvest იყენებს შემდეგ თრექინგ ტექნოლოგიებს:

9.1.1 Facebook Pixel - რეკლამის ოპტიმიზაციისთვის.

9.1.2 LinkedIn Insight Tag - პროფესიული სეგმენტაციისთვის.

9.1.3 Google Analytics - ვიზიტორთა ქცევის გასაანალიზებლად.

9.2 პლატფორმის გამოყენებით მომხმარებელი ეთანხმება თრექინგ მექანიზმების გამოყენებას, რაც გვეხმარება სერვისების გაუმჯობესებაში.

10. ანაზღაურება და თანხის დაბრუნება

10.1 ყველა ფასიანი სერვისი ეფუძნება წინასწარ გადახდის პრინციპს.

10.2 გადახდილი თანხა არ არის დაბრუნებადი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა WInvest ვერ ახერხებს გადახდიდან 48 საათში სერვისის მიწოდებას ტექნიკური ხარვეზის გამო.

11. იურისდიქცია

11.1 WInvest გლობალური პლატფორმაა, რომელიც საქართველოში იწყებს ოპერირებას. შესაბამისად პლატფორმის გამოყენება ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას.

11.2 WInvest გლობალური გაფართოვების საქმიანობები უკვე მიმდინარეობს.

12. კომუნიკაცია და მხარდაჭერა

12.1 მომხმარებელი რეგისტრაციისას ეთანხმება, რომ მიიღებს ინფორმაციას პარტნიორების, სერვისების და პლატფორმის განახლებების შესახებ ელექტრონული ფოსტით.

12.2 უკუკავშირისთვის გამოიყენება ელ.ფოსტა: support@winvest.global

13. ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

13.1 ვინ შეიძლება გამოიყენოს WInvest?

ყველამ, ვისაც სურს დაიწყოს ან განავითაროს ბიზნესი.

13.2 როგორ შევავსოთ განაცხადი სწორად?

მიჰყევით ინსტრუქციას მაქსიმალური სიზუსტით. ეცადეთ პასუხები იყოს მკაფიო, ლოგიკური და კონკრეტული, მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია, თავი აარიდეთ ზოგად აღწერებს ან გაურკვეველ სიტყვებს, მხოლოდ რეალური მონაცემები და გულწრფელი შეთავაზებებია შედეგის მომტანი.

13.3 ჩემი მონაცემები საჯაროა?

არა! საჯარო არ არის არცერთი მონაცემი. მონაცემები შეიძლება ელ. ფოსტით მიეწოდოს მხოლოდ მომხმარებლის თავსებად პარტნიორებს და ისიც ძალიან შეზღუდული რაოდენობით.

13.4 შეიძლება თუ არა პირდაპირ მივწერო ან დავურეკო პოტენციურ პარტნიორს?

დიახ, მონაცემების მიღების შემდეგ თქვენი შემდეგი ნაბიჯია უმოკლეს დროში დაუკავშირდეთ პოტენციურ პარტნიორს. ეს შეიძლება გააკეთოთ ან მითითებული ელ. ფოსტით ან დაურეკოთ ტელეფონზე (ტელეფონის მითითება განაცხადის ფორმაში არჩევითია).

13.5 განაცხადის ფორმა რამდენჯერ შეიძლება შევავსო?

თითოეული მომხმარებელი ავსებს განაცხადის ფორმას ერთხელ.

13.6 საქართველოში არ ვიმყოფები. შემიძლია WInvest-ის გამოყენება?

დიახ!

14. განახლება და დაკავშირება

14.1 გზამკვლევი პერიოდულად გაახლდება, ამიტომ გთხოვთ, პერიოდულად დაბრუნდეთ ამ გვერდზე.

14.2 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: support@winvest.global